GEORGIAN ATHLETICS FEDERATION
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციასაქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაGEORGIAN ATHLETICS FEDERATION

სიახლე

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია

ყველა სიახლე
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
იანვარი 27, 2017

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

პარასკევს, 27 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში (მისამართი: წერეთლის 95ა) შედგა უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის გაფორმება, რომელიც უპირველესად მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მსოფლიოში სპორტის დედოფლად წოდებული სახეობის კიდევ უფრო განვითარებისკენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მძლეოსნობის ფედერაციას, ქუთაისის მერიას, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციასა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციას შორის, რომელიც ითვალისწინებს ქ. ქუთაისის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, გარშემო სარბენი ბილიკების გაკეთებას და რაც მთავარია მის კეთილმოწყობას ისე, რომ ის გამოსადეგი იყოს მძლეოსნური შეჯიბრებებისთვისაც.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა, ქ. ქუთაისის მუნიციპოალიტეტის მერის მოადგილემ ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმა და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა დობრომირ კარამარინოვმა. საპატიო სტუმარი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სტადიონის შესაბამის კონდიციებში მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მან სხვადასხვა მასშტაბურ ევროპულ საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს რის პირობასაც მძლეოსნობის ბალკანელი მაღალჩინოსანი იძლევა.
World AthleticsEuropean Athletics
სპორტი აერთიანებს!