ოქტომბერი 27, 2025
2025 წლის 23-25 ოქტომბერს ბათუმმა უმასპინძლა, ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და უმნიშვნელოვანესს კორპორატიულ ღონისძიებას
2025 წლის 23-25 ოქტომბერს ბათუმმა უმასპინძლა, ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და უმნიშვნელოვანესს კორპორატიულ ღონისძიებას, რომელშიც შედიოდა ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, კონვენცია და გრანდიოზული წლის შემაჯამებელი გალა დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, ევროპის მძლეოსნობის 49 ქვეყნის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები, მსოფლიო და ევროპის მძლეოსნობის საპატიო სტუმრები და წარმატებული სპორტსმენები.
22-23 ოქტომბერს ჩატარდა ევროპის მძლეოსნობის საბჭოს შეხვედრები, რომლის დროსაც გადაწყდა რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარების ადგილი.
24 ოქტომბერს მთელი დღის მანძილზე გაიმართა ვორკშოპები მონაწილეთათვის, თემებზე: მძლეოსნობა ყველასთვის, მდგრადი განვითარება და მისი მნიშვნელობა სპორტში - კერძოდ მძლეოსნობაში, სწორი მმართველობა და სხვა. დღის ბოლოს კი, გაიმართა ევროპის მძლეოსნობის კონგრესის რეპეტიცია და ევროპის მძლეოსნობის საბჭოს წევრობისთვის შესარჩევი კანდიდატების პრეზენტაციების წარდგენა.
25 ოქტომბერს ევროპის მძლეოსნობის კონგრესზე შეჯამდა ბოლო ორი წლის მძლეოსნობის სამუშაო პროცესი, არჩეული იქნა ერთი საბჭოს წევრი და მომდევნო საარჩევნო-საანგარიშო კონგრესის მასპინძელი ქალაქი.
25 ოქტომბერს გაიმართა კორპორატიული ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - გალა დაჯილდოება სახელად - „ Golden Tracks”. ღონისძიებას დაესწრო 300-მდე სტუმარი, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ყველაზე წარმატებული, ცნობილი ევროპელი მძლეოსნები. გამოვლინდნენ ევროპის მძლეოსნობის წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და მამაკაცი, ასევე ამომავალი ვარსკვლავი ქალი და ამომავალი ვარსკვლავი მამაკაცი. გარდა წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებისა, ევროპის მძლეოსნობამ ჯილდო გადასცა ევროპის მძლეოსნობაში გაწევრიანებული ფედერაციების წარმომადგენლებს, მწვრთნელებს მსაჯებს და სხვა დამსახურებულ პირებს. საქართველოდან დაჯილდოვდნენ ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ბერიშვილი, ასევე ჩვენი დამსახურებული მწვრთნელები მარინა კოტრიკაძე და ზიგმუნდ ზილბერშტეინი.
წლის საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი სპორტსმენები გახდნენ: ოდრი ვერო (შვეიცარია) და ჰუბერტ ტროსჩიანკა (პოლონეთი). რაც შეეხებათ საუკეთესო სპორტსმენ ქალსა და მამაკაცს, ჯილდოები მიიღეს - ფემკე ბოლმა (ნიდერლანდები) და არმანდო (მონდო) დუპლანტისმა (შვედეთი).
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერით და თანადგომით. გარდა ამისა, ევროპის მძლეოსნობის კონგრესის, კონვენციისა და გალა-დაჯილდოების ოფიციალური წარმდგენი იყო "კოკა-კოლა ბოთელს ჯორჯია". ხოლო სპონსორი - ამბასადორ აილენდ ბათუმი.