GEORGIAN ATHLETICS FEDERATION
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციასაქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაGEORGIAN ATHLETICS FEDERATION

სიახლე

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია

ყველა სიახლე
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა
ნოემბერი 1, 2016

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში, გაიმართა გამგეობის სხდომა. გამგეობამ იმსჯელა მომავალი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის შესახებ და ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
1. 2016 წლის 1 დეკემბერს 12 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში (ქ.თბილისი,ა.წერეთლის გამზირი 95ა.) საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდეს.
2. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს, არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბრის 18 საათისა, წარმოადგინონ ფედერაციის სამდივნოში სასურველი პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურები.
World AthleticsEuropean Athletics
სპორტი აერთიანებს!