Disable Preloader

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

იანვარი 27, 2017

პარასკევს, 27 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში (მისამართი: წერეთლის 95ა) შედგა უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის გაფორმება, რომელიც უპირველესად მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მსოფლიოში სპორტის დედოფლად წოდებული სახეობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მძლეოსნობის ფედერაციას, ქუთაისის მერიას, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციასა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციას შორის, რომელიც ითვალისწინებს ქ. ქუთაისის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, გარშემო სარბენი ბილიკების გაკეთებას და რაც მთავარია მის კეთილმოწყობას ისე, რომ ის გამოსადეგი იყოს მძლეოსნური შეჯიბრებებისთვისაც. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა, ქ. ქუთაისის მუნიციპოალიტეტის მერის მოადგილემ ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმა და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა დობრომირ კარამარინოვმა. საპატიო სტუმარი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სტადიონის შესაბამის კონდიციებში მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მან სხვადასხვა მასშტაბურ ევროპულ საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს რის პირობასაც მძლეოსნობის ბალკანელი მაღალჩინოსანი იძლევა.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის მე-X ყრილობა

დეკემბერი 1, 2016

2016 წლის 1 დეკემბერს, 12 სთ-ზე, მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის რიგით X საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ყრილობამ ფედერაციის ახალ პრეზიდენტად, ერთხმად, ალექსი ახვლედიანი აირჩია. ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ვასილ ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტად ლეო გუგეშაშვილი იქნენ არჩეულნი. ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ალექსანდრე ჯაფარიძე დაიკავებს.

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა

ნოემბერი 1, 2016

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში, გაიმართა გამგეობის სხდომა. გამგეობამ იმსჯელა მომავალი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის შესახებ და ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 1. 2016 წლის 1 დეკემბერს 12 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში (ქ.თბილისი,ა.წერეთლის გამზირი 95ა.) საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდეს. 2. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს, არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბრის 18 საათისა, წარმოადგინონ ფედერაციის სამდივნოში სასურველი პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურები.

ქართველი მძლეოსანის - დავით ხარაზიშვილის გამარჯვება

ოქტომბერი 17, 2016

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ქ.ერევანში (სომხეთი) გაიმართა ერევნის საერთაშორისო ნახევარმართონი, რომელშიც როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრის გამარჯვებული ქართველი ოლიმპიელი დავით ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც დისტანცია 1 საათში 9 წუთსა და 30 წამში დაფარა.

ქართველი მძლეოსნები რიოს ოლიმპიადაზე

აგვისტო 4, 2016

რიოს რიგით XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, მძლეოსნობა სტარტს 12 აგვისტოდან აიღებს და 10 საშეჯიბრო დღეს გასტანს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, მიმდინარე თამშებში, 5 ქართველი მძლეოსანი წარადგენს.
1 . ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა) კვალიფიკაცია - 12 აგვისტო 21:20 (13 აგვისტო 04:20 საქართველოს დროით); ფინალი - 13 აგვისტო 20:50 (14 აგვისტო 03:50 საქართველოს დროით)
2. ლაშა თორღვაიძე (სამმაგი ხტომა) კვალიფიკაცია - 15 აგვისტო 09:30 (15 აგვისტო 16:30 საქართველოს დროით); ფინალი - 16 აგვისტო 09:50 (16 აგვისტო 16:50 საქართველოს დროით)
3. ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა) კვალიფიკაცია - 18 აგვისტო 09:55 (18 აგვისტო 16:55 საქართველოს დროით); ფინალი - 18 აგვისტო 20:30 (19 აგვისტო 03:30 საქართველოს დროით)
4. ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა) - კვალიფიკაცია 18 აგვისტო 10:00 (18 აგვისტო 17:00 საქართველოს დროით); ფინალი - 20 აგვისტო 20:30 (21 აგვისტო 03:30 საქართველოს დროით).
5. დავით ხარაზიშვილი (მარათონული რბენა) - 21 აგვისტო 09:30 (21 აგვისტო 16:30 საქართველოს დროით).

დაგვირეკეთ

+995 322 356176

მისამართი

ქ. თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 95ა, zip 0119

ელ-ფოსტა

info@geoathletics.ge

ყველა უფლება დაცულია © 2016 საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია