გამგეობის სხდომა მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციაში
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში, გაიმართა გამგეობის სხდომა. გამგეობამ იმსჯელა რიგითი საანგარიშო - საარჩევნო ყრილობის ჩატარების შესახებ და ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
1. 2024 წლის 8 ნოემბერს, 12:00 საათზე, მძლეოსნობის სასახლეში (მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. N95ა) ჩატარდეს რიგითი საანგარიშო - საარჩევნო ყრილობა;
2. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს დაევალოთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 ოქტომბრის 18:00 საათისა ფედერაციის სამდივნოში წარმოადგინონ სასურველი კანდიდატურები პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის თანამდებობის დასაკავებლად.
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია
2023 წლის ბავშვთა მძლეოსნობის დღე- KIDS’ ATHLETICS DAY 2023
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია უერთდება მსოფლიო მძლეოსნობას, 2023 წლის ბავშვთა მძლეოსნობის დღის აღსანიშნავად- KIDS’ ATHLETICS DAY 2023.
მსოფლიო მძლეოსნობისა და მისი წევრი ქვეყნების მთავარი მიზანია, 400 000 ბავშვის ჩართვა ბავშვთა მძლეოსნობის დღეს, რათა აღკვეთონ გლობალურად არსებული უმოქმედობის შემაშფოთებელი მაჩვენებელი.
ვიწვევთ ბავშვებს მთელი საქართველოდან შემოუერთდნენ ბავშვთა მძლეოსნობის დღეს მოძრაობით, თამაშითა და აღმოჩენებით (MOVE, PLAY, EXPLORE).
ბავშვთა მძლეოსნობის დღე ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 7 მაისს. ეს არის გლობალური ღონისძიება მიძღვნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიურობასა თუ მძლეოსნობაში ჩართულობისადმი. ეს არის საბავშვო მძლეოსნობის პროგრამის ის მნიშვნელოვანი ნაწილი,რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს შთააგონებს, იყვნენ მეტად აქტიურნი, განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები, თავდაჯერებულობა და დაუკავშირდნენ სპორტს.
საბავშვო მძლეოსნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი განვითარების პროგრამაა სპორტის სამყაროში და მას შემდეგ რაც პირველად დაინერგა 2002 წელს, იგი განახორციელა 100-ზე მეტმა წევრმა ფედერაციამ და მიაღწია აუდიტორიის 13 მილიონზე მეტ ბავშვსა თუ ახალგაზრდას.
ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციას აქვს დაგეგმილი რამოდენიმე აქტივობა სირბილში, ხტომასა და ტყორცნაში. ღონისძიება 7 მაისს 11:00 საათზე მძლეოსნობის სასახლეში დაიწყება და 14:45 წუთზე დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
ერთად ვიზეიმოთ „ბავშვთა მძლეოსნობის დღე 2023 - KIDS’ ATHLETICS DAY 2023“ მთელ მსოფლიოსთან ერთად.
#KidsAthleticsDay.
28-ე ევროპის მძლეოსნობის საარჩევნო კონგრესი
22 აპრილს გაიმართა 28-ე ევროპის მძლეოსნობის საარჩევნო კონგრესი ქ.ბელგრადში (სერბეთი), სადაც დობრომირ კარამარინოვი (BUL) ხელახლა აირჩიეს ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ევროპის წევრმა ქვეყნებმა სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჩერი ალექსანდერი (GBR), ჟან გრასია (FRA) და კარინ გრუტ მოვინი (SWE) დაამტკიცეს. გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად, თითოეული სქესის ორი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო არჩეული ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ერთობლივ თანამდებობებზე. შესაბამისად, ევროპული მძლეოსნობის 53-წლიან ისტორიაში პირველად არის ორი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.
კონსტიტუციის შესაბამისად, საბჭოს 13 წევრიდან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თითოეული სქესის მინიმუმ ხუთი წარმომადგენელი: სლობოდან ბრანკოვიჩი (SRB), ფრენკ კარერასი (GIB), რაულ ჩაპადო (ESP), ენე ფარსეთი (NOR), მარტონ გიულაი (HUN), ტია ჰელებაუტი (BEL), ანა კირნოვა (SVK), იურგენ კესინგი (GER), სტეფანო მეი (ITA), გვანცა მიქელაძე (GEO), ანტი ფილაკოვსკი (FIN), ერიკ ტეიგამაგი (EST) და ალექსანდრა ვოინესკა-ზიკოვა (MKD).
ბალკანეთის ზამთრის ჩემპიონატი მძლეოსნობაში
მიმდინარე წლის წლის 17 თებერვალს ქალაქ სტამბულში (თურქეთი) ბალკანეთის ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეოას იღებდა 4 სპორტსმენი : 3000მ.- ვალერია ჟანდაროვა, ბირთვის კვრა- გიორგი მუჯარიძე, 400მ.- მინდია ენდელაძე და 60მ. -ჯიმშერ მურადოვი.
🏃♀️ ვალერია ჟანდაროვამ 3000მ. რბენაში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა შედეგით: 9:16.48 წთ.
მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში
მიმდინარე წლის 16 ივლისს ქ. ნაირობიში (კენია) გაიმართა მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. საქართველოს სახელით საბა ხვიჩავა მონაწილეობდა (2000 მ/წინაღობები), რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა, შედეგით 5:52.64 წთ, რომლითაც თავისი საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა.
ბალკანეთის მძლეოსნობის იუნიორთა ჩემპიონატი
მიმდინარე წლის 1-2 ივლისს ქ.პიტესტში (რუმინეთი) გაიმართა ბალკანეთის მძლეოსნობის იუნიორთა ჩემპიონატი, რომელშიც ქართველმა სპორტსმენმა გიორგი მუჯარიძემ (ბირთვის კვრა) მეორე ადგილი დაიკავა, შედეგით 19,52 მ.
მწვრთნელთა გადამზადების კურსების პირველი დონე
მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით და მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის თანადგომით ჩაატარა მწვრთნელთა გადამზადების კურსების პირველი დონე. . კურსებში მონაწილეობა 24 მწვრთნელმა მიიღო ( 18 კაცი, 6 ქალი)რომლებმაც კურსი წარმატებით დახურეს და შესაბამისი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.. კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის სერთიფიკატები გადასცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბერიშვილმა , მოწვეულმა ექსპერტებმა - ვასილ ემელიანოვმა (მოლდოვა) და ვლადიმერ კონესტიაპიანმა (უკრაინა).
ექსპერტების მოსაზრებით, კურსები წარმატებით ჩატარადა და მიღებული შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, აღნიშნეს,რომ მათთვის მწვრთნელთა ტექნიკური კურსების გავლა მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიიღეს დიდი გამოცდილება და განათლება, რაც დაეხმარებათ ახალი სტანდარტებით მუშაობაში.
ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების მოსაზრებით მსგავსი კურსები ძალზედ მნიშვნელოვანია სპორტის სახეობების განვითარებისათვის.
ქართული მძლეოსნობის მე-3 საპრიზო ადგილი ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე
პირველად ქართველმა სპორტსმენებმა, ქართული მძლეოსნობის ისტორიაში, ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე,(მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. აღნიშნული შეჯიბრი 24-25 ივნისს მალტაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 პირველი, 11 მეორე და 3 მესამე ადგილი დაიკავეს.
პირველი ადგილი:
ბაჩანა ხორავა - 100მ
ენდელაძე მინდია - 400მ
ზურაბ გოგოჭური - სიმაღლეზე ხტომა.
ჭიხვარია გოგა - უროს ტყორცნა
მეორე ადგილი:
ბაჩანა ხორავა - 200მ
ხვიჩავა საბა - 3000მ/წინაღობები
ხარაზიშვილი დავითი - 3000 მ
მაღლაკელიძე გოგა - სამხტომი
თორღვაიძე ლაშა - სიგრძეზე ხტომა
მიკიტუკი ირა - სამხტომი
სოსელია საბა - ჭოკით ხტომა
ჭინჭარაული როსტომი - შუბის ტყორცნა
მუჯარიძე გიორგი - ბადროს ტყორცნა
რიგიშვილი სალომე - ბადროს ტყორცნა, ბირთვის კვრა.
მესამე ადგილი:
4X400 ამანათრბენი მამაკაცები (მატინიანი ანდრანიკი, ლუკავა დავითი, ენდელაძე მინდია, ხორავა ბაჩანა)
ხარაზიშვილი დავითი -5000 მ
წიქვაძე ნინო - უროს ტყორცნა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
პარასკევს, 27 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში (მისამართი: წერეთლის 95ა) შედგა უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის გაფორმება, რომელიც უპირველესად მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მსოფლიოში სპორტის დედოფლად წოდებული სახეობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მძლეოსნობის ფედერაციას, ქუთაისის მერიას, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციასა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციას შორის, რომელიც ითვალისწინებს ქ. ქუთაისის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, გარშემო სარბენი ბილიკების გაკეთებას და რაც მთავარია მის კეთილმოწყობას ისე, რომ ის გამოსადეგი იყოს მძლეოსნური შეჯიბრებებისთვისაც. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა, ქ. ქუთაისის მუნიციპოალიტეტის მერის მოადგილემ ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმა და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა დობრომირ კარამარინოვმა. საპატიო სტუმარი დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სტადიონის შესაბამის კონდიციებში მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მან სხვადასხვა მასშტაბურ ევროპულ საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს რის პირობასაც მძლეოსნობის ბალკანელი მაღალჩინოსანი იძლევა.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის მე-X ყრილობა
2016 წლის 1 დეკემბერს, 12 სთ-ზე, მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის რიგით X საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ყრილობამ ფედერაციის ახალ პრეზიდენტად, ერთხმად, ალექსი ახვლედიანი აირჩია. ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ვასილ ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტად ლეო გუგეშაშვილი იქნენ არჩეულნი. ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ალექსანდრე ჯაფარიძე დაიკავებს.
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფისში, გაიმართა გამგეობის სხდომა. გამგეობამ იმსჯელა მომავალი საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის შესახებ და ერთხმად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 1. 2016 წლის 1 დეკემბერს 12 საათზე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში (ქ.თბილისი,ა.წერეთლის გამზირი 95ა.) საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდეს. 2. საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტებს, არაუგვიანეს 2016 წლის 16 ნოემბრის 18 საათისა, წარმოადგინონ ფედერაციის სამდივნოში სასურველი პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურები.
ქართველი მძლეოსანის - დავით ხარაზიშვილის გამარჯვება
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ქ.ერევანში (სომხეთი) გაიმართა ერევნის საერთაშორისო ნახევარმართონი, რომელშიც როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრის გამარჯვებული ქართველი ოლიმპიელი დავით ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც დისტანცია 1 საათში 9 წუთსა და 30 წამში დაფარა.
ქართველი მძლეოსნები რიოს ოლიმპიადაზე
რიოს რიგით XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, მძლეოსნობა სტარტს 12 აგვისტოდან აიღებს და 10 საშეჯიბრო დღეს გასტანს. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, მიმდინარე თამშებში, 5 ქართველი მძლეოსანი წარადგენს.
1 . ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა) კვალიფიკაცია - 12 აგვისტო 21:20 (13 აგვისტო 04:20 საქართველოს დროით); ფინალი - 13 აგვისტო 20:50 (14 აგვისტო 03:50 საქართველოს დროით)
2. ლაშა თორღვაიძე (სამმაგი ხტომა) კვალიფიკაცია - 15 აგვისტო 09:30 (15 აგვისტო 16:30 საქართველოს დროით); ფინალი - 16 აგვისტო 09:50 (16 აგვისტო 16:50 საქართველოს დროით)
3. ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა) კვალიფიკაცია - 18 აგვისტო 09:55 (18 აგვისტო 16:55 საქართველოს დროით); ფინალი - 18 აგვისტო 20:30 (19 აგვისტო 03:30 საქართველოს დროით)
4. ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა) - კვალიფიკაცია 18 აგვისტო 10:00 (18 აგვისტო 17:00 საქართველოს დროით); ფინალი - 20 აგვისტო 20:30 (21 აგვისტო 03:30 საქართველოს დროით).
5. დავით ხარაზიშვილი (მარათონული რბენა) - 21 აგვისტო 09:30 (21 აგვისტო 16:30 საქართველოს დროით).